Робота для біженців з України
მძღოლი-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კომპანიის მდებარეობა თბილისი, სამუშაო მიმართულებები აღმოსავლეთ საქართველო (გორი, ხაშური, ბაკურიანი, ბორჯომი, ახალციხე).
სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
** პროდუქციის დატვირთვა და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** სატრანსპორტო საშუალებების წესრიგზე ზრუნვა;
** სალაროსთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის ვადიანი მართვის მოწმობის ფლობა და მართვის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მძღოლი-ექსპედიტორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე - +995 551 902- 902 ან გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: oldkakheti@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, კომპანიის მხრიდან დამუშავებული და დაარქივებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისად.

მდებარეობა: ქ.თბილისი, დიდი ლილო, ალექსანდრე ქართველიშვილის ქ. ნაკვეთი 726
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე