Робота для біженців з України
საერთაშორისო გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: აგროგრუპი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
შპს "აგროგრუპი" არის ქართული კომპანია, რომელიც ახორციელებს ქართული წარმოების თხილისა და დაფნის გადამუშავებას და ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: ზუგდიდი, სოფ. ჭითაწყარი, ვაჟა-ფშაველას N29

ანაზღაურება: გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით + ბონუსები ექსპორტის გაყიდვების შედეგების მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების და კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა
** საერთაშორისო გაყიდვების/ექსპორტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზარზე ახალი კლიენტების მოძიება;
** არსებული კლიენტებისა და მონაცემთა ბაზის მართვა და განახლება;
** ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, გადამოწმება და პროცესის კონტროლი;
** შესაბამისი ლოჯისტიკური და გადამზიდი კომპანიების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** მიწოდების ვადებისა და ტვირთის გადაადგილების ყოველდღიური მონიტორინგი;
** ექსპორტის პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელობისთვის;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: salesagrogroupge@gmail.com

გთხოვთ. სათაურის გრაფაში მიუთითოთ: საერთაშორისო გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე