Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700222&print=yes&view=jobs
 
ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). ჩვენს მომხმარებელს ვუქმნით კომფორტს.

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენს გუნდში ვეძებთ ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტს რომელიც:

** ვიდეო კამერის საშუალებით დააკვირდება ჩვენს ფილიალებს და კომპანიის პროდუქციას;
** დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს ხელმძღვანელს

რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

** საუკეთესო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშო კვირა;
** ფინანსური მოტივაცია: 1000ლ + ბონუსი ;
** ჯანმრთელობა: კორპორაციული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის;
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივა მზარდ კომპანიაში.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** გაქვს მსგავს სფეროში გამოცდილება;
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
** გაქვს სწრაფი რეაგირების უნარი

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge

გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 მარტი, 2026

წარმატებებს გისურვებთ!

შენი კარიერული ზრდა აქ იწყება!

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია