|
დასახელება:
ჰოსტესი/მასპინძელი
|
| მომწოდებელი:
Askaneli Falestra
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 09 მარტი
|
კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის/მასპინძლის პოზიციაზე.
"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ;
სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე (2 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება);
ანაზღაურება: 1500 ლარიდან.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრების პროფესიონალურად მიღება/დახვედრა;
** სტუმრების შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ინფორმაციის მიწოდება მენიუს, სპეციალური შეთავაზებებისა და მომსახურების შესახებ;
** ნებისმიერი პრობლემის ან უკმაყოფილების დროული იდენტიფიცირება და სერვის მენეჯერისათვის შეტყობინება;
** რესტორნის მაგიდებზე ჯავშნების მიღება და განთავსება;
** სატელეფონო ჯავშნების მიღება და ჩანიშვნა;
** სტუმრების ნაკადის კონტროლი და სერვის მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ინგლისური, რუსული);
** გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვება;
** Fitpass.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) მეილზე: askanelifalestra.hr@gmail.com სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|