Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700140&print=yes&view=jobs
 
მიმღების ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღების ექთანი
მომწოდებელი: ჰერა 2011
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
შ.პ.ს "ჰერა 2011" მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მეან-გინეკოლოგიის, ახალშობილთა რეანიმაციისა და ნეონატოლოგიის, ქირურგიისა და ამბულატორიული სერვისების მიმართულებით, სადაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი ყოველწლიურად ემსახურება ათასობით პაციენტს.

კომპანია ფლობს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო აღიარებას - "აკრედიტაცია კანადა"-ს პლატინის სერტიფიკატს, რაც მისი კლინიკური სტანდარტების, უსაფრთხოებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა.

"ჰერა 2011" - ის მთავარი მისია პაციენტზე ზრუნვა და მისი კმაყოფილების უწყვეტი ზრდაა.სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით, ყოველი შემდგომი წლისთვის ისახავს მიზნად სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებთან, უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი განვითარება და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება.

შ.პ.ს "ჰერა 2011" აცხადებს ვაკანსიას მიმღების ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი კონსტანტინე ჩაჩავას ქ.N1
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: დაწყება 10:00 დასრულება 17:00
** ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1125 ლარი;

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სამშობიაროში შემოსული პაციენტების მიღება, რეგისტრაცია და პირველადი შეფასება
** ორსულებისა და მშობიარეთა მდგომარეობის მონიტორინგი ექიმის დანიშნულების შესაბამისად
** სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად და დროულად წარმოება
** პაციენტების ინფორმირება პროცედურებისა და შიდა წესების შესახებ
** ექიმისა და სამედიცინო გუნდის მხარდაჭერა დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცესების დროს
** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა
** გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფი და კოორდინირებული მოქმედება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება (ექთნის კვალიფიკაცია)
** მოქმედი ექთნის სერტიფიკატი
** უპირატესად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება მიმღების მიმართულებით.
** სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

პიროვნული უნარები:

** ემპათია და პაციენტზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და სიზუსტე
** ემოციური მდგრადობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანის მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hera2011hr@Gmail.com.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობა აცხადებთ შ.პ.ს "ჰერა 2011"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია