|
დასახელება:
მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ღვინის ამბავი
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 09 მარტი
|
ღვინის რესტორანი "პრეგო X ღვინის ამბავი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
ღვინის რესტორანი მდებარეობს ერეკლე II ქუჩაზე
მოვალეობები:
** სასმელებისა და კვების სერვისის მართვა და კოორდინირება;
** ახალი პროდუქტების განვითარება და დანერგვა სერვისის მიმართულებით;
** თანამშრომელთა მუშაობის პერიოდული შეფასება და უკუკავშირის მიღება;
** გუნდის მოტივაციის ამაღლება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების განთავსება;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** რესტორანში ინვენტარიზაციის/აღწერის ორგანიზება და კონტროლი;
** ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება.
მოთხოვნები:
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად);
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური, ყურადღებიანი, ორგანიზებული და თავაზიანი.
ანაზღაურება: 60 ლარი / მორიგეობა (ფიქსირებული ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვებიდან + (თიფი).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: ambaviwinery@gmail.com.
|
|
|
|