Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700109&print=yes&view=jobs
 
დეკორატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დეკორატორი
მომწოდებელი: ჯინო აკვაპარკი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს!

ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.

"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დეკორატორი

სამუშაო გრაფიკი: სრული/შესაძლებელია შეთანხმება ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ღონისძიებების, სივრცეების და ობიექტების დეკორაციის დაგეგმვა და განხორციელება
** დეკორაციის კონცეფციის შექმნა დამკვეთის მოთხოვნების მიხედვით
** დეკორატიული მასალების შერჩევა (ფერები, ტექსტურები, აქსესუარები, ყვავილები და სხვ.)
** დეკორაციის მონტაჟი და დემონტაჟი ადგილზე
** სამუშაო პროცესში დროისა და ბიუჯეტის ეფექტური მართვა
** დეკორაციის ხარისხისა და ესთეტიკის კონტროლი
** გუნდის წევრებთან და დამკვეთთან კოორდინაცია
** დეკორატიული ინვენტარის მოვლა, შენახვა და აღრიცხვა
** უსაფრთხოების წესების დაცვა სამუშაო პროცესში
** ახალი ტენდენციებისა და იდეების მუდმივი მოძიება და დანერგვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

საჭირო პიროვნული უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია