Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700108&print=yes&view=jobs
 
ანიმატორების გუნდი/ჯგუფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანიმატორების გუნდი/ჯგუფი
მომწოდებელი: ჯინო აკვაპარკი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს!

ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.

"ჯინო აკვაპარკი" ზაფხულის სეზონის აქტივობებისთვის ეძებს ანიმატორების გუნდს

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აკვაპარკის სტუმრების (განსაკუთრებით ბავშვებისა და ოჯახების) გართობა და აქტიური ჩართვა პროგრამებში
** წყლისა და სახმელეთო გასართობი აქტივობების ჩატარება (თამაშები, შეჯიბრებები, ცეკვები, სპორტული აქტივობები)
** შოუების, მინი-დისკოთეკების, თემატური ღონისძიებებისა და ანიმაციური ნომრების ორგანიზება
** უსაფრთხოების წესების დაცვა თამაშების მიმდინარეობისას და სტუმრებისთვის მათი განმარტება
** ბავშვებთან მეგობრული, პოზიტიური და ყურადღებიანი კომუნიკაცია
** გუნდურად მუშაობა სხვა ანიმატორებთან და აკვაპარკის პერსონალთან
** დღის პროგრამის დაგეგმვასა და შესრულებაში მონაწილეობა
** სტუმრების განწყობის ამაღლება და აკვაპარკში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა
** საჭიროების შემთხვევაში კოსტიუმებში მუშაობა (თემატური პერსონაჟები)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჯგუფი დაკომპლექტებული უნდა იყოს არანაკლებ 4 ანიმატორისგან
** შესაბამისმა ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ ანიმაციების და გასართობი აქტივობების პროგრამის მონახაზი
** ანიმაციების პროგრამა უნდა მოიცავდეს როგორც ცეკვებს, ასევე სხვადასხვა სახის თამაშებს და აქტივობებს

საჭირო პიროვნული უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ან/ და საკონტაქტო ინფორმაცია ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია