Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700079&print=yes&view=jobs
 
ამანათების სტატუსებისა და ოპერაციული მხარდაჭერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ამანათების სტატუსებისა და ოპერაციული მხარდაჭერის ასისტენტი
მომწოდებელი: ლოჯისტიკური კომპანია
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
ლოჯისტიკური კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს კომპანიის ამანათების სტატუსების მართვისა და დაბრუნებების პროცესის სამართავად.

ძირითადი მოვალეობები:

ამანათების სტატუსების ყოველდღიური კონტროლი და განახლება

** დაგვიანებული ან პრობლემური სტატუსების დამუშავება
** მენეჯმენტის მიერ მომზადებული სტატუსების ფაილების გადამოწმება თითოეული ამანათის მიხედვით
** ქალაქის, მარშრუტისა და მიწოდების დროის წესების მიხედვით სწორი სტატუსების განახლება

სიზუსტისა და შესაბამისობის კონტროლი:

** ამანათის სტატუსის შესაბამისობა კომპანიის ოპერაციულ მოთხოვნებთან
** ამანათის ინფორმაციის დეტალური გადამოწმება და განახლება
დასაბრუნებელი ამანათების მართვა
** დასაბრუნებელი ამანათერბის მომზადება და გაგზავნა
** სისტემაში სტატუსების გადამოწმება და ამანათების ფიზიკური შემოწმება საწყობში
** დაბრუნებისთვის ამანათების სწორად მომზადება და სტატუსების განახლება სისტემაში

ადმინისტრაციული დავალებები და დოკუმენტაციასთან მუშაობა:

** კომპანიის ფაილების მოწესრიგება და სისტემატიზაცია
** დოკუმენტაციის სწორად შენახვა და განახლება
** საჭირო ინფორმაციის მოძიება და მომზადება მენეჯმენტისთვის

კომუნიკაცია კურიერებთან და სისტემის ახსნა:

** საჭიროების შემთხვევაში კურიერებთან კომუნიკაცია ამანათების სტატუსებთან დაკავშირებულ საკითხებზე
** პროგრამის / სისტემის ფუნქციონალის ახსნა კურიერებისთვის და მხარდაჭერა გამოყენების პროცესში

საწყობის მხარდაჭერა:

** საჭიროების შემთხვევაში საწყობის დახმარება თანამშრომლების არყოფნის ან პიკური დატვირთვის დროს

მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებული აზროვნება
** მაღალი კონცენტრაციის უნარი დიდ მოცულობაზე მუშაობისას
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
საბაზისო კომპიუტერული უნარები (Google drive/ Excel)
** ლოჯისტიკის / საკურიერო ან მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პასუხისმგებლობიან და მნიშვნელოვან პოზიციას
** პროფესიულ განვითარებას ლოჯისტიკის სფეროში
** ანაზღაურება - შეთანხმებით
** ოფისში მუშაობას

გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე: vacancygoldenway@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია