|
დასახელება:
მომვლელი
|
| მომწოდებელი:
კენ ვოლკერის კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 09 მარტი
|
კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის თბილისის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას მომვლელის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** ექთანთან შეთანხმების საფუძველზე მომხმარებლისათვის საკვების ატანა დასარჩენ ოთახში;
** მომხმარებლისათვის ჰიგიენური პროცედურების ჩატარება/ხელშეწყობა კლინიკის ექთანთან ან ოჯახის წევრთან ერთად;
** პაციენტის ყოველი ბანაობის შემდეგ აბაზანის დასუფთავების უზრუნველყოფა
** საჭიროებისას სუდნოს გამოყენების ხელშეწყობა;
** თეთრეულის გამოცვლა ექთანთან ერთად;
** მორიგეობის გადაბარება/ სიტყვიერი და წერილობითი ინფორმაციის მიწოდება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ყურადღებიანი და მობილიზებული
** მოტივირებული მოცემულ სფეროში მუშაობის
** პოზიტიური და კეთილგანწყობილი
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი
** ენერგიული, ორგანიზებული და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარის მქონე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სპეციალიზებულ ტრენინგების გავლას.
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს.
სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მომვლელის პოზიცია.
|
|
|
|