|
დასახელება:
B2B გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
CHARTER-LINK
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 09 მარტი
|
"CHARTER-LINK" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
კომპანია ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. 13 წლიანი გამოცდილება და რეგიონში სექტორის ერთ-ერთი მოწინავე პოზიციონირება გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს კომფორტული და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მიმდინარე/დასრულებული უმაღლესი განათლება
** უპირატესად ჩაითვლება გამოცდილება კოორპორატიული გაყიდვების მიმართულებით
სამუშაოს აღწერა:
** რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა პოტენციურ მომხმარებლებთან (B2B)
** ახალი არხების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება
** შეკვეთების დამუშავება, ტვირთების აღწერილობის, სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის შეგროვება
** ლოგისტიკურ პროცესებში ჩართვა და კოორდინაცია საოპერაციო გუნდთან
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ყოველდღიური რეპორტინგი
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობა და გუნდურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** სტრესული სიტუაციების მართვა და პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრა;
** ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება;
** განვითარებაზე ორიენტირება;
ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ბონუსი საოპერაციო მოგების 5-10 %
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მიმდინარე წლის 9 მარტის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: info@charter-link.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ დასახელება (ლათინურად): "B2B SALES".
|
|
|
|