Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700038&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციის ოპერატორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
ცხადდება ვაკანსია ადმინისტრაციის ოპერატორის პოზიციაზე.

აღნიშნული პოზიცია გულისხმობს შემომავალ სატელეფონო ზარებზე დროულ და პროფესიონალურ პასუხს, ზარების შესაბამის დეპარტამენტებსა თუ პასუხისმგებელ პირებთან სწორად გადამისამართებას, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში ზარების დამოუკიდებლად მოგვარებას. კანდიდატს მოეთხოვება ეფექტური კომუნიკაციის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა და დაკისრებული მოვალეობებისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. პოზიცია უზრუნველყოფს სტაბილურ, ორგანიზებულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს, ასევე პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

უნარები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ინფორმაციის სწრაფი გადააზრების უნარი;
** ლოგიკური აზროვნება;
** ოპერატიულობა და დეტალებისადმი ყურადღება;

გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 800 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, პროფესიული რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScaQfVFcELUJ6iLREjM2d4EKlmf1uO_lXUoELt5UlRALk6RpQ/viewform?usp=header
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია