Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=700034&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: მიდეა კავკასია
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"Midea Caucasus" წარმოადგენს "Midea Group"-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას კავკასიის რეგიონში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და შენობის საინჟინრო აღჭურვის მიმართულებით. პორტფელი ასევე მოიცავს შენობის ციფრული მართვის სისტემებს, ლიფტებსა და ესკალატორებს.

კომპანიის მთავარი ამოცანა მომხმარებლის ინოვაციური გადაწყვეტებით უზრუნველყოფა და თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: mideacaucasus.com/ka

"Midea Caucasus" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის # 4გ;
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი,
10:00 - 18:00 / შაბათი, 10:00 - 14:00.

კომპანიაში არსებული ბენეფიტები:

** საბონუსე სისტემა;
** პროფესიული ტრეინინგები, სწავლის და განვითარების შესაძლებლობა;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** სამოტივაციო აქტივობები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი, ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** ფიტპასი;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** საქონლისა თუ მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღება, შემოწმება და სისტემატური დამუშავება (მათ შორის შეკვეთების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და ინვოისების შესაბამისობის უზრუნველყოფა);
** შესყიდვის დოკუმენტაციის (შეკვეთები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები, გადახდის დოკუმენტები) შედარება ხელშეკრულებებთან, ტენდერების პირობებთან და სხვა;
** დამუშავებული დოკუმენტების სწორად აღრიცხვა 1C ERP სისტემაში, შეკვეთების (PO) შექმნა, მონაცემთა შეყვანა, სტატუსების განახლება, არქივირება;
** 1C ERP პროგრამაში არსებული კონტრაგენტების ბაზის რეგულარული გაწმენდა, დუბლირებული ჩანაწერების წაშლა, არასწორი მონაცემების განახლება;
** ახალი კონტრაგენტების შექმნა 1C ERP პროგრამაში;
** მოწოდების ვადების, გადახდის პირობებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობების აღრიცხვა 1C ERP სისტემაში, გადაცდომების დროული იდენტიფიცირება/ესკალაცია;
** დაუხურავი შეკვეთების მუდმივი მონიტორინგი;
** შესყიდვების პროცესის დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება შესყიდვების სტატუსის, კონტრაგენტების მონაცემებისა და გადაცდომების შესახებ;
** არსებული პროცედურების ოპტიმიზაციის მიზნით ინიციატივების შემუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბუღალტერიის, ან მონათესავე სფეროში;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება შესყიდვების აღრიცხვის, ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** ERP სისტემების ცოდნა, კონკრეტულად 1C ERP-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის პროფესიული უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ენების ცოდნა: ინგლისური, ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.bikashvili@midea.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია