|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 09 მარტი
|
სამშენებლო კომპანია ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის ახალ წევრს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: კანდიდატთან ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად, გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
** კალენდრის მართვა: ხელმძღვანელის სამუშაო დღის დაგეგმვა, შეხვედრების ორგანიზება და შეხსენება;
** მიმდინარე ოპერაციების მხარდაჭერა და კოორდინაცია;
** საქმიანი მიმოწერის და სატელეფონო მოლაპარაკებების წარმოება;
** პარტნიორებთან მუდმივი ურთიერთობა;
** დაგეგმილი შეხვედრებისა და მივლინებების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში ავიაბილეთების შეძენა, სასტუმროების დაჯავშნა და ვიზიტების ლოჯისტიკური მოწესრიგება;
** საოფისე საქმიანობა: ოფისის სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების მართვა, შემოსული ზარებისა და წერილების კოორდინაცია;
** დოკუმენტაციის კონტროლი/მართვა;
** მასპინძლობა: სტუმრების დახვედრა, მიღება, ხელმძღვანელისა და სტუმრებისათვის ყავა/ჩაის მომზადება და მირთმევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამები (WORD, EXCEL, POWERPOINT);
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და შედეგებზე კონცენტრირება;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-სამშაბათი 09:00-18:00, შესვენება: 13:00-14:00
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: Bekksi31@gmail.com. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერი".
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|