|
დასახელება:
მოწვეული ლექტორი - მედიცინის ფაკულტეტი
|
| მომწოდებელი:
ევროპის უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პერსონალის შერჩევის მიზნით დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი მიმართულებებით:
** გასტროენტეროლოგია;
** კლინიკური უნარები (გინეკოლოგიის მიმართულებით);
** სამედიცინო ჯანდაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მოწვეული ლექტორის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. გასტროენტეროლოგიის მიმართულებით:
ა) ჰქონდეს არანაკლებ დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი;
ბ) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ);
გ) შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი (გასტროენტეროლოგიის მიმართულებით);
დ)ჰქონდეს სულ მცირე ბოლო 3 წელი უწყვეტი კლინიკური გამოცდილება გასტროენტეროლოგიის მიმართულებით;
2. კლინიკური უნარების (გინეკოლოგიის) მიმართულებით:
ა) ჰქონდეს არანაკლებ დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი;
ბ) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.);
გ) შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი (მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით).
3. სამედიცინო ჯანდაცვის მიმართულებით:
ა)ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის/ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
ბ) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ).
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: hr@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი მიმართულების მითითებით (განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე)
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ)შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა .არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (არსებობის შემთხვევაში, ხოლო სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით პერსონალის გადამზადებას);
ვ) შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
ზ) ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:
ზ.ა) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ.ბ) საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ.გ) საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ.დ) ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ზ.ე) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.);
თ) ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას (გასტროენტეროლოგიის კლინიკური კურსის არჩევის შემთხვევაში);
ი) "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა";
კ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
კონკურსის ვადები:
მოწვეული ლექტორის პოზიციის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 9 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსანტთა განაცხადების მიღებას,
რეგისტრაციას და კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის
ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. hr@eu.edu.ge ტელ: 032 2 000 171 ; ტელ: 032 2 000 171
|
|
|
|