Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=699910&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ალიანს ლოჯისტიკი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
ლოჯისტიკური კომპანია "ალიანს ლოჯისტიკი" 2011 წლიდან წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვები მსოფლიოს მასშტაბით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

ანაზღაურება: 1500 - 2500 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00 - 18:00. შაბათ კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. საბურთალო, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. "ტიფლის ბიზნეს ცენტრი".

დასაქმებულს ვთავაზობთ:

** სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო,
** პროცესიული ზრდა
** ფიქსირებული ხელფასის გარდა საბონუსე სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა,
** მომხმარებელთა ბაზის შექმნა;
** პოტენციურ კლიენტებთან პრეზენტაციების დაგეგმვა და ჩატარება.
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი.
** მომხმარებელთა ბაზის კონტროლი.
** კომპანიის მიერ დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** აუცილებელია მინიმუმ 6 თვის მუშაობის გამოცდილება იმავე სფეროში და პოზიციაზე.
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა);
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@alogistics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.alogistics.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია