|
დასახელება:
ქვესადგურის უფროსი
|
| მომწოდებელი:
ვინდ ფაუერ
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
სს "ვინდ ფაუერ" აცხადებს ვაკანსიას ქვესადგურის უფროსის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
სს "ვინდ ფაუერ" არის შპს "ფერის" შვილობილი კომპანია. იგი ახორციელებს საქართველოში ყველაზე დიდ ქარის ელექტროსადგურის პროექტს - 206 მეგავატი დადგმული სიმძლავრის რუისის ქარის ელექტროსადგურს ქარელის მუნიციპალიტეტში. კომპანიის მიზანია განახლებადი ენერგიის წარმოება და ელექტროენერგიის რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე.
ფუნქციები:
** ქვესადგურის ელექტრო მოწყობილობებისა და შენობა-ნაგებობების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
** ქვესადგურის ოპერატიულ-ტექნიკურ მომსახურებაზე კონტროლი მოქმედი ინსტრუქციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
** ელექტრო დანადგარების შეკეთებაში ჩაყენების, შეკეთებიდან გამოყვანისა და ელექტრო ქსელზე მიერთების სამუშაოების ორგანიზება;
** ავარიებისა და სხვა ტექნიკური უწესივრობების ლიკვიდაციის სამუშაოების ორგანიზება და კოორდინაცია;
** ავარიული სიტუაციებისას საევაკუაციო გეგმის შესაბამისად პერსონალის უსაფრთხო გამოყვანის ორგანიზება;
** ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის ოპერატიული პერსონალის, ასევე კომპანიის ხელმძღვანელისა ან სხვა უფლებამოსილი პირის განკარგულებებისა და მოთხოვნების შესრულება
მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკის ან ენერგეტიკის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი ძაბვის ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნა;
** ოპერატიული გადართვების წესებისა და ელექტრო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო ადგილი: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00. შესვენება 1 საათი
CV-ის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 6 მარტი, 2026 წელი
დაინტერესებულმა აპლიკანტმა CV უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@windpower.ge
შენიშვნა: გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|