Робота для біженців з України
ფსიქოლოგი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 თებერვალი
საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.

მომსახურება/პროექტი: მცირე საოჯახო ტიპის სახლი მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის
დასაქმების ტიპი: 40 % დატვირთვა. კვირაში 20 სთ. სამუშაო დღეები განისაზღვრება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით. (შესაძლებელია სამუშაო დღედ განისაზღვროს შაბათი ან კვირა)
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, 3-დან 6 თვემდე გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: გარდაბნის რ-ნი, სოფ. მარტყოფი

სამუშაო მიზანი:

მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა;

მცირე საოჯახო ტიპის სახლის მიზანია - მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახთან მიახლოებული გარემოთი უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება.

ძირითადი მოვალეობები:

** თითოეულ ბენეფიციარზე აწარმოებს პირად საქმეს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოავლენს მსტ სახლის აღსაზრდელის ძალადობის შემთხვევას და ინფორმაციას დაუყოვნებლივ გადასცემს მსტ სახლის ლიდერ/აღმზრდელს და პროგრამის მენეჯერს;
** იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ძალადობის ფაქტი, აღმზრდელთან, მსტ სახლის ლიდერ/აღმზრდელთან და პროგრამის მენეჯერთან შეთანხმებით უზრუნველყოფს აღსაზრდელს ფსიქოლოგიური დახმარებით;
** ძალადობის შემთხვევის მართვისას სხვა ჩართულ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობს ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებასა და გეგმის განხორციელებაში;
** იკვლევს ბენეფიციარის აკადემიური ჩამორჩენილობის და ასოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზებს და ატარებს შესაბამის საკორექციო მუშაობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში (ჯგუფური და ინდივიდუალური);
** ხელს უწყობს ბენეფიციარის პოტენციალისა და ინდივიდუალურობის გამოვლენას და ოპტიმალური მიმართულებით წარმართვას;
** მიმდინარე და ჩატარებული ფსიქოლოგიური სამუშაოების პროგრესის განსაზღვრისთვის იყენებს სხვადასხვა ტექნიკებს: ტესტირებას, ინტერვიუ და ა. შ.
** საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას უწევს მსტ სახლის თანამშრომლებს;
** კონსულტირების გზით დახმარებას სთავაზობს ბენეფიციართა მშობლებს/ოჯახის წევრებს; (მათი სურვილის შემთხვევაში)
** მს სახლის ლიდერ/აღმზრდელს და პროგრამის მენეჯერს აწვდის ინფორმაციას პროგრესთან, შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
** პროგრამის მენეჯერს, შეთანხმებული პერიოდულობით წარუდგენს წერილობით ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ფსიქოლოგი (სასურველია მაგისტრის ხარისხი; სასურველია გავლილი ჰქონდეს აღმზრდელის სატრენინგო კურსი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან);
** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება; (სასურველია რთული ქცევის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა
** წერითი და ანალიტიკური უნარები

პიროვნული მახასიათებლები:

** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა;
** მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი;
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება;
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური;
** −გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა;
** სასურველია: ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
** ემპათიური;

ჰონორარი/ ხელფასი:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში (3 დან -6 თვემდე) - ხელზე ასაღები ხელფასი 564, 00 ლარიდან - 638, 00 ლარამდე, კანდიდატის განათლებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე
** გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ პერიოდში - ხელზე ასაღები ხელფასი 638, 00 ლარიდან - 721, 00 ლარამდე, კანდიდატის განათლებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.

განსაკუთრებული პირობები:

შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე კანდიდატი ეცნობა ორგანიზაციის "თანამშრომელთა შიდა წესებს და რეგულაციებს", შიდა პოლიტიკის დოკუმენტებს, როგორიცაა: "ქცევისა და ეთიკის კოდექსი", "ბავშვთა და მოწყვლად ზრდასრულთა უსაფრთხოების პოლიტიკა" და სხვ. (პოლიტიკის დოკუმენტები იხ ვებ გვერდზე https://caritas.ge). შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კანდიდატი ეთანხმება ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ ყველა პოლიტიკის დოკუმენტს, შრომითი ხელშეკრულების პირობებს და სამუშაო აღწერით განსაზღვრულ თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: tamar.sharashidze@caritas.ge და გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ სასურველი პოზიცია - "ფსიქოლოგი".

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 09.02.26
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 19.02.26

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge | https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე