|
დასახელება:
დანერგვისა და მხარდაჭერის უფროსი მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Salesapp
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 09 მარტი
|
ჩვენ ვართ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, რომელიც ქმნის ბიზნესების ოპერაციების მართვის სრულყოფილ ციფრულ ეკოსისტემას, აერთიანებს ტექნოლოგიურ პროდუქტებს ერთ ეკოსისტემაში და ამარტივებს ბიზნესების ოპერაციებს, მომხმარებელთა მართვასა და გაყიდვებს.
დღეისათვის, უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, 800-ზე მეტ კომპანიას ვემსახურებით.
თუ გიყვართ ხალხთან კომუნიკაცია, ეძებთ კარიერულ შესაძლებლობებს მეგობრულ და ინოვაციურ გუნდში, მაშინ ეს პოზიცია თქვენთვისაა!
"SalesApp" აცხადებს ვაკანსიას დანერგვისა და მხარდაჭერის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.
"SalesApp" არის ახალი თაობის გაყიდვებისა და კომპანიის შიდა პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უკვე ინერგება წამყვან კომპანიებში. პროდუქტი ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება და კლიენტების რაოდენობა მატულობს, ამიტომ ეს პოზიცია არის ძლიერი შესაძლებლობა ადამიანისთვის, ვისაც სურს სწრაფად განვითარდეს B2B ტექნოლოგიურ გარემოში, მიიღოს რეალური გამოცდილება დანერგვაში და შექმნას შედეგი კლიენტებისთვის.
ჩვენ ვეძებთ დანერგვისა და მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს ახალი და არსებული კლიენტების სრულყოფილ ონბორდინგს, ტრენინგებს და შემდგომ მუდმივ მხარდაჭერას.
პოზიცია არის მომხმარებლის წარმატებაზე (Customer Success) ორიენტირებული და მოითხოვს კომუნიკაციის, პროცესების გააზრებისა და ანალიტიკური მუშაობის უნარებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალ და არსებულ ორგანიზაციებთან მუდმივი კომუნიკაცია და ურთიერთობის მართვა;
** SalesApp-ის ფუნქციონალის გაცნობა, ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება (ონლაინ/ოფლაინ);
** სრულყოფილი დანერგვის უზრუნველყოფა: სისტემის კონფიგურაცია, საწყისი პარამეტრების აწყობა, მომხმარებლების ჩართვა;
** კლიენტის ბიზნეს-პროცესების გააზრება და რეკომენდაციების მიცემა, როგორ გამოიყენონ სისტემა სწორად;
** მხარდაჭერის უზრუნველყოფა დანერგვის შემდეგ: კითხვებზე პასუხი, პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტის კოორდინაცია;
** კლიენტის უკუკავშირის შეგროვება და პროდუქტ/დეველოპმენტ გუნდთან სწორად გადაცემა;
** დანერგვის პროცესის დოკუმენტირება და შიდა ცოდნის ბაზის შექმნაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, ტექნოლოგიების ან კომუნიკაციების მიმართულებით);
** დანერგვის/მხარდაჭერის გამოცდილება (CRM/ERP/სერვისული პროგრამები) ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნება და სისტემური მიდგომა ყოველდღიურ სამუშაოში;
** ბიზნესების მუშაობის კარგი გააზრება (გაყიდვები, მომსახურება, პროცესები, პასუხისმგებლობები);
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი: ნათლად ახსნა, ტრენინგის ჩატარება, რთული საკითხების გამარტივება;
** სიზუსტე, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტაცია.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური და წერითი);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სურვილი.
სასურველია:
** B2B პროგრამების დანერგვის პრაქტიკული გამოცდილება;
** სატელეფონო/ჩატის მხარდაჭერის გამოცდილება და მომხმარებელთან მუშაობის კულტურა;
** საბაზისო ტექნიკური ცოდნა (სისტემის ლოგიკა, მომხმარებლების/წვდომების მართვა, სტატუსების/სტრუქტურების გააზრება).
ჩვენ გთავაზობთ
** სწრაფად მზარდ პროდუქტში განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** გამოცდილ გუნდთან მუშაობას და სტრუქტურირებულ სამუშაო პროცესს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს (შედეგებზე მიბმულად);
** გადაადგილების ანაზღაურება (საწვავი ან დანამატი ხელფასზე).
დამატებითი ინფორმაცია:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 57;
** განაკვეთი: სრული.
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: hr@webapp.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "დიჯითალ ტექნოლოგებმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|