|
დასახელება:
უფროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Ari Development
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 09 მარტი
|
"Ari Development" აცხადებს ვაკანსიას უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** სხვადასხვა ტიპის დასახლებებისა და ურბანული განვითარების საერთაშორისო პრეცედენტების კვლევა (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, სხვა ბაზრები), მათი ანალიზი და საქართველოში ადაპტაციის შესაძლებლობის შეფასება;
** საქართველოში არსებული მიწის ნაკვეთების პოტენციალის შეფასება და მათი საუკეთესო გამოყენების სცენარების შემუშავება (Best Use Analysis);
** მიწის განვითარების ალტერნატიული მიმართულებების გაანალიზება მშენებლობის გარდა — მათ შორის ტურისტული, რეკრეაციული, კომერციული, შერეული ან სხვა ფუნქციური გამოყენებები;
** მიწის ნაკვეთებისთვის კონცეპტუალური განვითარების იდეების შეთავაზება ეკონომიკური, ურბანული და რეგულაციური ჭრილით;
** სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში ინფორმაციის მოძიება, გადამოწმება და ანალიზი (გეგმები, რეგულაციები, ზონირება, შეზღუდვები, პერსპექტიული ცვლილებები);
** კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის უწყებებთან, კონსულტანტებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან;
** მენეჯმენტისთვის ან ინვესტორებისთვის ანალიტიკური დასკვნების და რეკომენდაციების მომზადება.
მოთხოვნები:
** გამოცდილება ქალაქგეგმარების / ურბანისტიკის სფეროში;
** ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა;
** პრაქტიკული გამოცდილება და კონტაქტები შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან;
** ხელოვნური ინტელექტის (AI) აქტიური და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება კვლევაში, ანალიზსა და პრეზენტაციებში.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე
საკონტაქტო: info@ari.ge
|
|
|
|