|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო აურა
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 09 მარტი
|
სასტუმრო "აურა" ეძებს გამოცდილ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეძლებს მომხმარებლის საჭიროებების სწორად ამოცნობას, კლიენტებთან ეფექტური და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და გაყიდვების დინამიკის ზრდას.
სასტუმროს მოკლე აღწერილობა: 29 სასტუმრო ნომერი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, პაბის სივრცე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aura.com.ge
მოვალეობები:
** ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და გიდების მოძიება
** ტურისტული ბაზების ჩამოყალიბება და კონტაქტების სისტემატიზაცია
** გიდებთან და ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის შეთანხმებების ინიცირება
** ტურისტული ჯგუფების და ინდივიდუალური ვიზიტორების მოზიდვა
** სხვადასხვა არხების მოძიება
** მოლაპარაკებების წარმოება როგორც საცალო ასევე კორპორატიულ მომხმარებელთან
** სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან კომუნიკაცია და პრეზენტაციების გადაგზავნა
** ფასებსა და სპეციალურ შეთავაზებებზე მუშაობა
** ბაზრის კვლევა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და გაყიდვების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
მოთხოვნები:
** სავალდებულოა სასტუმროში მუშაობის გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** უცხო ენების - ინგლისური და რუსულის ფლობა სასაუბრო დონეზე
** გამორჩეული კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები
** შედეგზე ორიენტირებულობა, მიზანდასახულობა და ენერგიულობა
პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან, შეთანხმებით
** გრაფიკი: შეთანხმებით, თქვენზე მორგებული
** განვითარების შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aura.com.ge
ტელ: 593 79 39 38
|
|
|
|