Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=699802&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი, მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი, მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Minty Market
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
"Minty Market" აცხადებს ვაკანსიებს ფილიალის მენეჯერის და მოლარე-კონსულტანტის პოზიციებზე.

"Minty Market" — თანამედროვე სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც აქტიურად იზრდება საქართველოს ბაზარზე.

1. ფილიალის მენეჯერი

გუნდის გაფართოების მიზნით ვეძებთ, ფილიალის მენჯერს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის ნაწილი და დაეხმარება სუპერმარკეტების ქსელს მაღალი სერვისის დონისა და ეფექტური მუშაობის შენარჩუნებაში.

სამსახურებრივი მოვალეობები:

** სავაჭრო დარბაზში წესრიგისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** ანგარიშგების წარმოება და ოფისთან კომუნიკაცია;
** საქონლის მიღება (რაოდენობისა და ასორტიმენტის მიხედვით), გადატანა და გაცემა, მათი შენახვა, განთავსება, დალაგება და დამუშავება საწყობის სივრცის რაციონალური გამოყენების გათვალისწინებით;
** პერსონალის ყოველდღიური დაგეგმვა, ორგანიზება და მუშაობის კონტროლი;
** სავაჭრო-საფინანსო ფასეულობების მთლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ვადების კონტროლი;
** დაგეგმილ და დაუგეგმავ ინვენტარიზაციებსა და შემოწმებებში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელობის ბრძანებებისა და მითითებების შესრულება.
ფილიალის მენეჯერი უნდა ფლობდეს:
** მინიმუმ 1 წლიან სამუშაო გამოცდილებას მენეჯერის პოზიციაზე.
** გუნდში მუშაობისა და დავალებების სწორად განაწილების უნარს;
** სალარო ოპერაციების ცოდნას და მერჩენდაიზინგის ძირითადი პრინციპების ცოდნას;
** რუსული ენის ცოდნას — საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია).

ანაზღაურება: 1500.00 ლარი
განისაზღვრება გასაუბრების შედეგად, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

საკონტაქტო ნომერი: 598 77 09 67
ელფოსტა: aurasova14@gmail.com

2. მოლარე-კონსულტანტი

სამსახურებრივი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების ცოდნა
** პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით
** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოლარის ან კონსულტანტის პოზიციაზე;
** გუნდში მუშაობისა და დავალებების სწორად განაწილების უნარი;
** სალარო ოპერაციების ცოდნა.

ლოკაცია:

თბილისი (ფილიალის ზუსტი მისამართი განისაზღვრება გასაუბრებაზე).

ანაზღაურება: 900.00 ლარი + ბონუსი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 598 77 09 67

ელფოსტა: aurasova14@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია