Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=699799&print=yes&view=jobs
 
ტენდერი IT მომსახურების შესახებ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი IT მომსახურების შესახებ
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს ტენდერს IT მომსახურების შესახებ.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დაფუძნდა 1995 წელს, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვთა მშობლების და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქართველოში. ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს შშმ ბავშვთა, პირთა და მათი ოჯახის წევრთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, სხვადასხვა პროგრამების და პროექტების განხორციელების საშუალებით.

დაფუძნების დღიდან ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებს სახელმწიფო სოციალური პროგრამების ფარგლებში და ასევე დონორების მხარდაჭერით თბილისში, მარნეულში და დმანისში.

ინფორმაცია ტენდერის შესახებ:

ა (ა)იპ " ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" იწვევს ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს IT მომსახურების შესყიდვის მიზნით თბილისში.

მოთხოვნები:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების ხარვეზის იდენტიფიცირება, აღმოფხვრა და დროული რეაგირება;
** ოპერაციული სისტემების (Windows 7/10/11) ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
** MS Office პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
** Microsoft 365 მინიმალური ცოდნა - მომხმარებლის მეილის შექმნა, პაროლის დარესეტება;
** პერიფერიული ტექნიკის (პრინტერი, სკანერი, სასწორები, თერმომეტრები, და სხვ.) ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
** IP კამერებთან მუშაობის გამოცდილება;
** გამოცდილება ფიზიკური ქსელის გაყვანაში;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;
** MS Office და სხვა სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;
** Microsoft-ის ციფრული პროდუქტების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ტექნოლოგიური აზროვნების უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** ოპერატიულობა.

სამუშაო განრიგი: მოთხოვნის მიხედვით

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:

** ელ.ფოსტაზე მიღებული შემოთავაზების, ფასის მითითებით, განხილვა-შერჩევა;
** გასაუბრება პირისპირ

ტენდერში მონაწილე კომპანიამ შემოთავაზება უნდა გამოაგზავნოს ორგანიზაციის ელექტრონული მისამართზე dcfs.georgia@gmail.com

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 თებერვალი 2026 წ. 18:00 სთ. გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: "IT მომსახურება".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია