|
დასახელება:
სკუტერის კურიერი საკუთარი სკუტერით
|
| მომწოდებელი:
ELEMENT.GE
|
|
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
კომპიუტერული ტექნიკის B2B ონლაინ მაღაზია "ELEMENT.GE" იწვევს გუნდში ენერგიულ და გამოცდილ კურიერს საკუთარი სკუტერით.
რას გთავაზობთ:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-დან 17:00-მდე;
** ანაზღაურება: 1000 ლარი + საწვავის ხარჯის ანაზღაურება;
** ლოკაცია: თბილისი, საბურთალო;
** ტვირთი: მცირე ზომის კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები.
შენი მოვალეობები:
** კომპიუტერული ტექნიკის უსაფრთხო ტრანსპორტირება თბილისის მასშტაბით;
** მუშაობა სპეციალურ მობილურ აპლიკაციაში (დავალებების მიღება და ელექტრონული ხელმოწერების დაფიქსირება);
** კლიენტებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია.
რას ველოდებით შენგან:
** საკუთარი სკუტერი (გამართულ მდგომარეობაში);
** მართვის მოწმობა (შესაბამისი კატეგორია);
** კურიერად მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
** ქალაქის ქუჩების კარგი ცოდნა და მართვის უსაფრთხოების დაცვა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://tally.so/r/vGY6Qd
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
|
|
|