|
დასახელება:
სერვის ინჟინერი საბანკო ტექნოლოგიების მიმართულებით
|
| მომწოდებელი:
UGT
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას საბანკო ტექნოლოგიების მიმართულებაში, სერვის ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
სამუშაოს მიზანი:
სერვის ინჟინერი პასუხისმგებელია კომპანიის მიერ მიწოდებული ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟზე, დიაგნოსტიკაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და გაუმართაობების დროულ აღმოფხვრაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ტექნიკური მოწყობილობების დაშლა-აწყობა, ნაბეჭდი სქემების შეკეთება-მონტაჟი, გაშვება და ექსპლუატაციაში შეყვანა;
** ტექნიკური გაუმართაობების დიაგნოსტიკა და შეკეთება;
** პრევენციული ტექნიკური მომსახურების ჩატარება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა მოწყობილობის სწორი გამოყენებისა და ექსპლუატაციის წესებთან დაკავშირებით;
** ტექნიკური დოკუმენტაციის, სერვის ანგარიშების და აქტების შევსება;
** სათადარიგო ნაწილების საჭიროების იდენტიფიცირება;
** უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვა სამუშაო პროცესში;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები:
** ელექტრო/ მექანიკური სისტემების საბაზისო ცოდნა;
** ტექნიკური ნახაზებისა და სქემების წაკითხვის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
** განათლება: პროფესიული განათლება ინჟინერიაში / ტექნიკურ მიმართულებაში (დიპლომი არ არის სავალდებულო);
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
კომპეტენციები:
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლიანი.
დასაქმების პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
დამატებითი ინფორმაცია: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 6 მარტის ჩათვლით.
ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1169/
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|