|
დასახელება:
სტაჟირება - პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
აი ნოუ
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 09 მარტი
|
კომპანია "აი ნოუ" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას VII კვარტალი
პირობები:
** სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, 09:30 - 18:00, ორშაბათი - პარასკევი
** ხანგრძლივობა - 3 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** 1C-ის (მათ შორის Balance, ERP) სააღრიცხვო პროგრამული უზრუნველყოფების შესახებ საკონსულტაციო/სადიაგნოსტიკო მომსახურების გაწევა
** კლიენტებისგან შემოსული ზარების მიღება/დამუშავება
** ბიზნეს ამოცანების შესახებ ინფორმაციის მიღება/დამუშავება და დეველოპმენტის პროცესში მონაწილეობა
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან გამოყენებითი მათემატიკის განხრით
** სასურველია ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება კლიენტების მომსახურების სფეროსა და/ან 1C-ის ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფაში
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო პროექტებში ჩართულობას
** კარიერულ ზრდას პროფესიონალების გუნდთან ერთად
** პერიოდულ ტრენინგებს და განვითარების პროგრამებს
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: info@iknow.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი/სტაჟიორი". განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 09.03.2026
|
|
|
|