Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - ვარკეთილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: დისქაუნტ დეპო
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიათა ქსელი შპს "დისქაუნტ დეპო" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილი, სუხიშვილის 45
ანაზღაურება: 1000-1100 ლარი
გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის.

უნარები რასაც კომპანიაში ვაქცევთ ყურადღებას არის:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

შენიშვნა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე დასაქმების მსურველი კანდიდატი გაივლის 4 დღიან სტაჟირებას, რომელიც ანაზღაურდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია: https://forms.gle/v8FsD3dczUpKzFYU9

მაღაზიათა ქსელი შპს "დისქაუნთ დეპო" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მაღაზიათა ქსელ "დისქაუნთ დეპოსთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "დისქაუნთ დეპომ" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "დისქაუნთ დეპოსთვის" -სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "დისქაუნთ დეპოსთვის" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე