Робота для біженців з України
მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღრიცხვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: კლინიკა ჰელსიკორი
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
შპს "ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სამედიცინო სახარჯი მასალების, მედიკამენტების აღრიცხვა;
** სამედიცინო სახარჯი მასალების და მედიკამენტების მიღება, გაცემა, ხარჯის კონტროლი;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ფარმაცევტად მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების კარგად (MS Office) ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის უნარით, მოტივირებული და ორგანიზებული.

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 1000 ლარი თვეში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 22 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე