Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დელივეროუ
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
კომპანია "დელივეროუ" არის საკურიერო-ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 5 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც მსხვილ კონტრაქტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან;

"დელივეროუ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 2000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი;

მოვალეობები:

** გაყიდვების საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
** გაყიდვების გეგმის შედგენა და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა პოტენციური კლიენტებისთვის;
** მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა, შეფასება და მათი ანალიზი;
** გაყიდვების სისტემის აწყობა;
** კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და საბოლოო შეთანხმების მიღწევა;
** ყოველკვირეული ანალიზის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** ეტაპობრივად ბაზრის კვლევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft word, Excel, Outlook);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** ლიდერული თვისებები;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** ჩვენი კომპანია მუშაობას გთავაზობთ კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
** ხელფასის ზრდის პერსპექტივა;

შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 5 მარტის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე კომპანიის ელფოსტაზე: hr.deliverow@gmail.com - სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება. საკონტაქტო ტელ: 511 722133.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ რომ კომპანია დელივეროუ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე