Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ქალაქური
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
"ქალაქური" წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც უკვე 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქართული თხილეულის და ჩირეულის, ასევე იმპორტირებული პროდუქტების დამზადება, დაფასოება.

"ქალაქური" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავშნის 88 (თემქა-მუხიანის კვეთა)
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 9:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
შაბათს 9:00-15:00 სთ
შესვენება ერთი საათი
ხელფასი 1500 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა - შეკვეთების, უკან დაბრუნებების
** ასახვა პროგრამაში.
** ატვირთვა და შედარება საგადასახადო საიტთან.
** ფულადი სახსრების მოძრაობის პროგრამული ასახვა და კონტროლი.
** კონტრაგენტებთან შედარების აქტების წარმოება .

რეპორტინგი: რეალიზაცია, გადახდები, კონსიგნაციები.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია სადისტრიბუციო პროგრამა FMG-ს
** სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** MS Excel-ის ცოდნა.

უნარები და კომპეტენციები:

** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** კონტროლისა და პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნა.

შესაბამისი კვალიფიკაციის დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ქართულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე: qalaqurivc@gmail.com.

ტელ.: 592 915 599

ქალაქური გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე