Робота для біженців з України
რძის კატეგორიის სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რძის კატეგორიის სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 01 მარტი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს რძის კატეგორიის სავაჭრო წარმომადგენლის/პრისეილერის თანამდებობაზე თბილისის ტერიტორიაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ დასახული საოპერაციო გეგმის მიხედვით უზრუნველყოს თავისი სამოქმედო ტერიტორიაზე დღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური გეგმის შესრულებას შემდეგი მაჩვენებლებით: მოცულობა კილოგრამში, მოცულობა თანხაში, მოცულობა კატეგორიებით, KPI (შესრულების ძირითადი მაჩვენებლები)
** მკაცრად დაიცვას დღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური მარშრუტი ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით (აქტიურ კლიენტთა ბაზა, მარშრუტიზაცია, დაგეგმილი დღიური ვიზიტების რაოდენობა, წარმატებული ვიზიტების რაოდენობა, ვიზიტების სიხშირე, საშუალო შეკვეთა, და ა.შ.) რათა მიღწეულ იქნას მარშრუტის მაქსიმალური პროდუქტიულობა
** უზრუნველყოს განსაზღვრული გაყიდვების/სავაჭრო მარკეტინგული აქტივობების შესრულება-განხორციელება დაგეგმილი შედეგის მისაღწევად
** უზრუნველყოს სწორი და ზუსტი რეპორტინგი განთავსებულ/დამონტაჟებულ სავაჭრო მოწყობილობებზე, უზრუნველყოს საჭირო დოკუმენტების შევსება (მაცივრის გატანის/გამოტანის ფორმა, კონტრაქტი, სავაჭრო მოწყობილობის ფოტოები და ა.შ
** თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოს სავაჭრო მოწყობილობის/მაცივრების შესაბამისი კონტროლი
** ჩაანაცვლოს გუნდის დანარჩენი წევრები მათი არყოფნის დროს

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** ქართული ენა - თავისუფლად, სასურველია ინგლისური
** MS Office პროგრამების ცოდნა
** კომუნიკაციის უნარები
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
** მოტივირებული, ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური
** აუცილებელია მართვის მოწმობისა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომანქანის ქონა

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 1 მარტამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე