|
დასახელება:
ბილინგის მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს შემოსავლების აღრიცხვის და ბილინგის სამსახურის ბილინგის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ანაზღაურება - 1612 ლარი.
სამუშაოს ტიპი - ცვლაში მუშაობა.
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** აეროპორტში სალაროს მუშაობის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** სალარო ოპერაციების დადგენილი წესის შესაბამისად წარმოება, შემოსული ნაღდი თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დროულად შეტანა;
** სალარო აპარატის და ბანკის ტერმინალის ზეტ ანგარიშის ამოღება და ფაქტობრივად არსებულ ნაშთთან შედარება;
** საბოლოო მომხმარებლებისგან მიღებული შემოსავლების პროგრამულად ასახვა როგორც საკუთარ ისე მესამე პირების პროგრამებში ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** კომპანიის კონტრაქტორი კომპანიების შემოსავლების მიღება ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
** საჭიროებისამებრ და ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ურთიერთობა და კოორდინაცია კომპანიის სხვა თანამშრომლებთან, სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის მიმოცვლა მათთან;
** ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მომზადება;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ეკონომიკაში ან ფინანსებში;
** შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
კონკურსის ეტაპებია:
** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.
CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
|
|
|
|