Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=699431&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გამომცემლობა პალიტრა L
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
გამომცემლობა "პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა
სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ. #49

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების პორტფელის მართვა და მუდმივი განახლება;
** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** კორპორაციული მომხმარებლის საქმიანობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კომერციული წინადადებისა და პრეზენტაციის მომზადება;
** სკოლებში, ბაღებსა და სხვადასხვა ორგანიზაციაში გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება;
** პერიოდული გამოფენა - გაყიდვების ორგანიზება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (სავაჭრო ცენტრები, გასართობი ცენტრები და ა.შ)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების ან ბიზნესის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელური

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 6 მარტი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია