Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=699421&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი - ყულევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: იდეა დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
შპს "იდეა დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი, სოფ: ყულევი (ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო მასალების კონტროლი და პროგრამაში ასახვა;
** ძირითადი საშუალებების და მასალების ინვენტარიზაცია და კონტროლი;
** ფორმა #2-ის შედგენა, კონტროლი და ფინანსურ მენეჯერთან მათი შედარებების წარმოება;
** კრედიტორების კონტროლი;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება;
** საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
** სალარო, საბანკო და სხვა ოპერაციების დამუშავება;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება

პროფესიული ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით);
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა,
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა - (Balance და ORIS ჩაითვლება უპირატესად)

ენების ცოდნა:

** ქართული — სრულყოფილად
** ინგლისური — სამუშაო დონეზე (რუსული — სასურველია)

დამატებითი ბენეფიტი:

** დაზღვევა
** კვება

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშაო თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე: Hr@bsp.com.ge

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია