|
დასახელება:
წარმოების ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
ემერენ გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
კომპანია შპს "ემერენ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
შპს "ემერენ გრუპი" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახორციელებს მაღალი ხარისხის ხილ-ბოსტნეულის შეფუთვას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან ასორტიმენტს და ფლობს საკუთარ სადისტრიბუციო ქსელს, რომლის მეშვეობითაც პროდუქცია ნაწილდება საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის მთავარი მიზანია მდგრადი განვითარება და გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, ინოვაციური სიახლეების დანერგვა და თანამედროვე სტანდარტების ათვისება. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ პასუხისმგებლობას, პარტნიორებთან გრძელვადიანი და საიმედო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, ასევე მომხმარებლის ნდობისა და ერთგულების მოპოვებას
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
სამუშაო განრიგი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** საწარმოო პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა და წარმოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიურად სამუშაო გეგმების შემუშავება და საწარმოო დღიური გეგმის სრულფასოვნად შესრულების მართვა;
** შეფუთული პროდუქტის შესყიდვის პროცესში ჩართულობა ხარისხის კონტროლის მიზნით;
** სასაწყობე ნაშთების კონტროლი და წარმოების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვებისა და მობრუნებების მაჩვენებლების ანალიზი პროდუქციის სახეობების მიხედვით და საწარმოო გეგმების შემუშავების პროცესში გათვალისწინება;
** წარმოების მასშტაბით, ყველა დანადგარის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობის კონტროლი;
** წარმოებული პროდუქტის დამზადების პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა და საწარმოო პროცესების შეფასება (დრო, ადამიანური რესურსი და ა.შ.);
** წარმოებაში ხარვეზების შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დროული ინფორმირება და ხარვეზების დროულად გამოსწორების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, მათ შორის სამუშაოს ეფექტური გადანაწილება, შვებულებებისა და დასწრების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** MS Office-ის (Word, Excel) პროგრამების კარგი ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
** აქტიურ, დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** თანამედროვე და უსაფრთხო სამუშაო გარემოს, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და კომფორტული სამუშაო სივრცით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: mikheilkhomeriki21@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- "წარმოების ხელმძღვანელი".
|
|
|
|