Робота для біженців з України
პროგრამის უმცროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამის უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აცხადებს კონკურსს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის პროგრამის უმცროსი მენეჯერის ვაკანსიაზე.

** ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში, საკუთარ პორტფელში არსებული პროექტების ზედამხედველობა, მართვა და პერიოდული ანგარიშგება;
** მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამების განხორციელების პროცესში ჩართვა;
** პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტების მიერ პროგრამულ უზრუნველყოფებში წარმოდგენილი განაცხადების განხილვა, კრიტერიუმებთან და პირობებთან შესაბამისობის დადგენა;
** პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია და სახელმწიფო პროგრამების ჭრილში თანამშრომლობის ხარისხის კონტროლი;
** არსებული პროგრამების ჭრილში სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვება;
** მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის არსებული პროგრამების ბენეფიციარებთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების დაგეგმვა;
** სახელმწიფო პროგრამების ცნობადობის ამაღლების კუთხით სხვადასხვა ტიპის ტრენინგში და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო უფროსის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
** სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან მათემატიკის მიმართულებით;
** მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, საბანკო ან მიკროსაფინანსო ინსტიტუტებში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B2);
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მონაცემთა ანალიზის კომპეტენცია;
** სტრატეგიული ხედვა;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პროგრამის უმცროსი მენეჯერი;

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 22 თებერვალი;

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ წარმატებულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: HR@enterprise.gov.ge.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე