|
დასახელება:
საბაჟო საქმის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
KTL - კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
სატრანსპორტო კომპანია შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა" (KTL) აცხადებს ვაკანსიას საბაჟო საქმის სპეციალისტის/Customs Specialist პოზიციაზე.
ჩვენს კომპანიას აქვს 21 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში, ფლობს საკუთარ ავტოპარკსა და საბაჟო საწყობებს საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მომხმარებელს ვთავაზობთ საერთაშორისო გადაზიდვების სრულ სპექტრს. ჩვენი წარმატების უკან დგანან პროაქტიული და პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ რომ საერთო მონდომებით ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია.
ფუნქცია მოვალეობები:
** საბაჟო პროცედურების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; შემოსავლების სამსახურის შესაბამის პროგრამაში და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში დეკლარირების შესაბამისი პროცედურების განხორციელება
** შესაბამის უწყებებთან საქმიანი ურთიერთობის ორგანიზება; საბაჟო საკითხებზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის კონტროლი, საბაჟო დოკუმენტაციის წარმოება.
** საქონლის იმპორტ-ექსპორტის, ტრანზიტის პროცესებში მონაწილეობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა
** საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობის ორგანიზება
** კომპანიის კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის ტვირთების დოკუმენტაციასთან მიმართებაში
** გაწეული მომსახურების ინვოისების კომპანიაში დადგენილი წესების შესაბამისად გამოწერა, შემკვეთებისთვის გაგზავნა და ჩარიცხვების კონტროლი
** საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა ASICUDA -ში მუშაობა
** საბაჟო საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი და შემოსავლების სამსახურისათვის შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა
** საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებების მონიტორინგი
** ხელმძღვანელობისათვის ყოველთვიური რეპორტების წარმოება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, (Word, Excel, Internet, Outlook, Powerpoint)
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბაჟო საქმის სპეციალისტის/საბაჟო ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭებათ სატრანსპორტო და/ან საბაჟო ორგანოებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს)
** საბაჟო კანონმდებლობის და პროცედურების საფუძვლიანო ცოდნა
** უმაღლესი განათლება
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** პროაქტიული და მოტივირებული
** გუნდში მუშაობის უნარი
** კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძობა
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** კრეატიულობა
** პიროვნული განვითარების სურვილი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** დასაქმებას დინამიურ და მზარდ კომპანიაში
** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
** ახალგაზრდულ და მოტივირებულ გუნდს
** თანამედროვე და კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილს
** კვალიფიკაციის შესატყვის ანაზღაურებას
** ფიქსირებულ ხელფასთან ერთად საბონუსე KPI სისტემაში ჩართვას
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 -18:30
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო, მიხეილ ასათაინის ქ.10
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@ktl-georgia.com ველში მიუთითეთ "საბაჟო საქმის სპეციალისტი"
არ დაელოდოთ განცხადების ამოწურვის ვადას, ვაკანსიის გამოქვეყნების დღიდან ჩვენ ვუკავშირდებით პოტენციურ კანდიდატებს.
|
|
|
|