Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=699300&print=yes&view=jobs
 
SAT-ის მათემატიკური ნაწილის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SAT-ის მათემატიკური ნაწილის მასწავლებელი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას SAT-ის მათემატიკური ნაწილის მასწავლებლის პოზიციაზე.

** მასწავლებლობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** აპლიკანტი უნდა იყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული. ასევე, შეეძლოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 საათი.

კლასები: X, XI.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ.N4.

აპლიკანტმა CV (მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგვიგზავნოს შემდეგ მეილზე: info@cea.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - SAT.

** პირველ ეტაპზე, მოხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპზე, საბუთების გადარჩევის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები.
** მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ იმიტირებულ გაკვეთილს.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია