Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=699295&print=yes&view=jobs
 
მთავარი ინჟინრის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ინჟინრის ასისტენტი
მომწოდებელი: ბიოდიზელი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ მოტივირებულ და ორგანიზებულ მთავარი ინჟინერის ასისტენტს, რომელიც დაეხმარება ტექნიკურ გუნდს ყოველდღიური საქმიანობაში - ტექნიკური პროცესების მხარდაჭერასა და მართვაში. პოზიცია იდეალურია ადამიანისთვის, ვისაც სურს პროფესიული ზრდა და მუშაობა დინამიურ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** მთავარი ინჟინრის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში;
** მთავარი ინჟინრის დახმარება საწარმოო პროცესებთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
** ტექნიკური პროცესების უზრუნველყოფა;
** კომუნიკაცია შიდა გუნდთან და ჩართულ მხარეებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია MS Office ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: hr@biodiesel.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject), მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია