|
დასახელება:
საწყობის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
კამპა
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
საწარმო "კამპა" აცხადებს საწყობის ოპერატორის ვაკანსიას.
ლოკაცია: საგურამო (დასაწყისი)
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ტრანსპორტირება: სარაჯიშვილის მეტროდან და დიდი დიღმის ტრასიდან
პასუხისგება: პასუხისმგებელია საწყობის მენეჯერთან
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასაწყობე მარაგების და ნაშთების მართვა: სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება და მუდმივი განახლება;
** მარაგების ლიმიტების მონიტორინგი და პროგრამული კონტროლი;
** სასაწყობე მარაგებზე დაკვირვება და მინიმალური ნაშთების საჭიროებების შესახებ შესაბამისი სამსახურების და დეპარტამენტის ინფორმირება;
** RS.ge-ზე ზედნადებების მართვა (მომარაგება, შიდა გადაზიდვები, მისამართების კორექტირება);
** საწყობის სისტემატური ინვენტარიზაცია და პროგრამაში არსებულ ნაშთებთან შედარება.
** შიდა გადაზიდვის სწორი კოორდინაცია და პროცესების გამართულობის ზედამხედველობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** რომელიმე სასაწყობე პროგრამის ცოდნა;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი და ორგანიზებულობა
რას გთავაზობთ:
** ტრანსპორტირება სარაჯიშვილის მეტროდან
** კვება
** წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: k.tvalavadze@campa.ge ან დარეკეთ 577900128.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს ""კამპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.
|
|
|
|