Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=699286&print=yes&view=jobs
 
ქვეპროგრამის კოორდინატორი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქვეპროგრამის კოორდინატორი
მომწოდებელი: სტუდია ეიდისი
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს ქვეპროგრამის კოორდინატორის პოზიციაზე "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის" ქვეპროგრამაში, ქალაქ თბილისსა და რუსთავში, მისამართი : ქ. თბილისი. საირმის N5.

ორგანიზაციის შესახებ:

"სტუდია ეიდისი" არის არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს სოციალურად დაუცველი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ახორციელებს პროგრამებსა და აქტივობებს სამიზნე ჯგუფის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და მათი ოჯახების მხარდასაჭერად.

ძირითადი მოვალეობები:

** ქვეპროგრამაში ჩართული სპეციალისტების გუნდის სამუშაოს კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის აღმოჩენა ქვეპროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებში;
** თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი;
** პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომელთა შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** ქვეპროგრამის ახალი თანამშრომლებისათვის სამუშაოს სპეციფიკის გაცნობა და ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კორესპონდენციის წარმოება და დოკუმენტირება (კომპეტენციის ფარგლებში);
** თანამშრომლებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ბენეფიციართა ინდივიდუალური განვითარების გეგმების, ქცევის მართვის გეგმებისა და შეფასებების ვადების მონიტორინგი;
** ბენეფიციართა ოჯახის წევრებთან რეგულარული კომუნიკაცია, საჭიროებიდან გამომდინარე, ოჯახებისათვის კონსულტაციის გაწევა;
** ბენეფიციარებთან ბინაზე ვიზიტი გონივრული ინტენსივობით;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.

კანდიდატის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში, მედიცინაში ან მომიჯნავე სფეროში;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office;
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

უნარები:

** კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები;
** კარგი წერითი უნარები;
** ჯგუფში მუშაობის უნარები;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარები;
** სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი.
** სასურველია ელ. პორტალებთან მუშაობის გამოცდილება

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: adc.vacancy.ge@gmail.com Subject ველში მიუთითეთ: "ქვეპროგრამის კოორდინატორი (თბილისი)"

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2 მარტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია