Робота для біженців з України
ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2025 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.

"ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ გამოცდილ და სტრატეგიულად მოაზროვნე პროფესიონალებს!

პოზიციის დასახელება: ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
ანაზაურება: 1500-1800 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 18:00)
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (კვირაში 1 დღე დისტანციური)

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრანსპორტირების დაფინანსებას;
** თანამშრომლის საპენსიოს შენატანის დაფარვას კომპანიის მხრიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
** სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების დაფინანსებას, მუდმივი განვითარებისთვის;
** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
** 24 + 4 საშვებულებო დღეს;
** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შიდა გუნდებისგან შესყიდვის მოთხოვნების მიღება და დამუშავება;
** პროდუქციის დეტალების დაზუსტება (ტიპი, რაოდენობა, ვადა);
** ადგილობრივი მომწოდებლების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** ფასებზე და პირობებზე მოლაპარაკება;
** კომერციული შეთავაზებების შედარება და არჩევანის გაკეთება;
** შეკვეთების გაფორმება და მიწოდების პროცესის კონტროლი;
** ტრანსპორტირების პროცესში ჩართულ მხარეებთან კოორდინაცია;
** ინვოისებისა და თანმხლები დოკუმენტების გადამოწმება;
** მიღებული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი შეკვეთასთან;
** დაგვიანებების ან პრობლემების იდენტიფიცირება და რეაგირება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების სისტემაში ასახვა;
** ხელმძღვანელობისთვის საჭირო ინფორმაციისა და მოკლე რეპორტების მიწოდება;
** ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაციის ინიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებული უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
** სასურველია აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის სწრაფად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
** სატესტო კვირა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე