|
დასახელება:
პროგრამის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ზოოჰაბი
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
მაღაზიათა ქსელი, "ზოოჰაბი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ადმინისტრატორის (APEX) პოზიციაზე თბილისში.
"ზოოჰაბი" 2018 წლიდან წარმატებით ვითარდება საქართველოში, აერთიანებს 15-ზე მეტ ფილიალს და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ცხოველების საკვებს, აქსესუარებსა და ზოო-ჰიგიენურ პროდუქტებს.
გაიგეთ მეტი: https://www.facebook.com/zoohub/
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** RS.GE -სთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), Excel -ის საფუძვლიანი ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა APEX-ში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროგრამის ყოველდღიური ადმინისტრირება და პროცესების მართვა
** ფასების, გაყიდვებისა და შესყიდვების მონიტორინგი და მონაცემთა შესაბამისობის შემოწმება
** ნომენკლატურის მართვა, აქციების დაგეგმვა, გარდაქმნების ადმინისტრირება და რეცეპტების შექმნა
** ფილიალების და ტექნიკური მოწყობილობების (სალარო აპარატები, ტერმინალები, სასწორები) მართვა
** სხვადასხვა ტიპის რეპორტების აწყობა და მონაცემების ანალიზი
** ფილიალებსა და ოფისში პროგრამული მხარდაჭერის ორგანიზება, სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება და გადაჭრაში მხარდაჭერა
** ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა დამატებითი ფუნქციური და საოპერაციო დავალებების შესრულება
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები და საათები ორშაბათი - პარასკევი 10:00-17:00
** ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე;
ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@zoohub.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|