Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=699185&print=yes&view=jobs
 
სამაცივრე საწყობის უფროსი - მცხეთა, საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამაცივრე საწყობის უფროსი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
სს "ქართული ლუდის კომპანია" - ლუდსახარში "ზედაზენი" აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობის უფროსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული ინვენტარის მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესების ორგანიზება და განხორციელება დადგენილი წესებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** სასაწყობე სივრცის რაციონალური და ეფექტური დაგეგმვა მაცივრების მოდელების, ზომებისა და სერიული ნომრების გათვალისწინებით;
** საწყობში წესრიგისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი;
** შემოსული მარკეტინგული ინვენტარის რაოდენობრივი და ვიზუალური მდგომარეობის შემოწმება;
** დაზიანებების, ტექნიკური დეფექტების ან დოკუმენტურ მონაცემებთან შეუსაბამობების გამოვლენა და დაფიქსირება;
** საწყობის ნაშთების ზუსტი აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციის ჩატარება დადგენილი პერიოდულობით;
** საწყობის ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობის კონტროლი აღრიცხვის პროგრამულ სისტემებსა და სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან;
** საწყობის ოპერაციული ინფორმაციის აღრიცხვის უზრუნველყოფა EXACT და FMG პროგრამულ სისტემებში;
** შეკვეთების შესაბამისად სამაცივრე ტექნიკის დროული და კორექტული გაცემის უზრუნველყოფა;
** დატვირთვის პროცესის ზედამხედველობა პროდუქციის უსაფრთხოებისა და დაზიანების თავიდან აცილების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწყობის მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საწყობის ოპერაციული პროცესებისა და ინვენტარიზაციის წესების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word) ცოდნა;
** EXACT და FMG პროგრამულ სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

კომპანია უზრუნველყოფს:

** ტრანსპორტირებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია