Робота для біженців з України
ოჯახის ექიმის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: ნიუ კლინიკა
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"ვაიზერი დაზღვევის" შვილობილი კომპანია "შპს ნიუ კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის ვიზიტის გამართული პროცედურის უზრუნველყოფა;
** მის კომპეტენციაში არსებული სამედიცინო მანიპულაციების დროული და სწორი ჩატარება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება (სამკურნალო საქმე, პედიატრია, სტომატოლოგია);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; (სასურველია)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა, დიპლომატიურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** აკურატულობა, პუნქტუალობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: new_clinic@ipsp.ge და გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი 2026 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე