Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=699162&print=yes&view=jobs
 
HR სამსახურის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სამსახურის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების განვითარების სამსახურის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 3 360 ლარი (GROSS)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვაკანსიების სრული ციკლით მართვა (რეკრუტინგი და სელექცია);
** კანდიდატების მოძიება სხვადასხვა არხების გამოყენებით (ონლაინ პლატფორმები, სოციალური ქსელები და სხვა);
** შერჩევის პროცესში, ინტერვიუების დაგეგმვა და ჩატარება;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა (KPI, კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება და სხვა);
** სამოტივაციო სისტემების (ფინანსური და არაფინანსური) შემუშავებასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
** თანამშრომელთა გადინების (Turnover) მაჩვენებლების ანალიზი;
** გადინების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება (exit interview-ები, მონაცემთა ანალიზი);
** თანამშრომელთა შენარჩუნებაზე ორიენტირებული ინიციატივებისა და პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** თანამშრომელთა განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება;
** სასწავლო და განვითარების პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** თანამშრომელთა ბენეფიტების ადმინისტრირება (ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტპასი და ა.შ);
** თანამდებობრივი ინსტრუქციების (სამუშაო აღწერილობების) შემუშავება, განახლება და სისტემატიზაცია;
** HR მონაცემების დამუშავება, ანალიზი და ანგარიშგება;
** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკებისა და პროცედურების შესრულების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: მიმართულება/ დარგი/ სპეციალობა: მენეჯმენტი და ადმინისტრირება (ადამიანური რესურსების მართვა); ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები;
** მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

საკანონმდებლო მოთხოვნები:

1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
3. საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ".

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 10 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია