|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი პოლიგრაფიის მიმართულებით
|
| მომწოდებელი:
ოლპრინტჯი
|
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
სარეკლამო კომპანია "ოლპრინტჯი" აცხადებს აქტიურ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე პოლიგრაფიის მიმართულებით.
მოვალეობები:
** აქტიური კომუნიკაცია კომპანიის არსებულ და პოტენციურ დამკვეთებთან;
** პოლიგრაფიის მიმართულებით კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაცნობა;
** აქტიური მოლაპარაკებების წარმოება შეკვეთილ პროდუქციაზე;
** საერთო ანგარიშის მომზადება, წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის შესრულებული სამუშაოს ირგვლივ;
** პროექტის მიმდინარეობის კონტროლი დამკვეთთან შეთანხმებული ვადების, დიზაინის, ხარისხის შემოწმების მიზნით;
** პროექტის დათქმულ ვადებში უხარვეზოდ შესრულებისათვის, ყველა საჭირო რგოლთან აქტიური კომუნიკაცია, სრული სიზუსტით ინფორმაციის გადაცემა წერილობითი თუ ზეპირი ფორმით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუცილებელია;
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით სასურველია;
** ქართულად გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
** საოფისე პროგრამების ფლობა.
სამუშაო პირობები:
** დასაქმების ადგილი : დიდი ლილო ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00;
** ანაზღაურება: შედგება ფიქსირებული და ბონუსური ნაწილისაგან.
ვაკანსიით დაინტერესების მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr.allprint@gmail.com.
გაცნობებთ რომ კომპანია "ოლპრინტჯი" ახორციელებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას მხოლოდ ვაკანტური პოზიციის ფარგლებში.
|
|
|
|