Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=699108&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიოპლანტი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
კომპანია "ბიოპლანტი" წარმოადგენს აგრო მიმართულებით მოქმედ, დინამიკურად
განვითარებად კომპანიას, რომელიც ფერმერებს, ასევე სხვა აგრო კომპანიებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სასუქებსა და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქციას.
კომპანია მუშაობს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ვალდებულებები:

** მიმდინარე სავაჭრო ოპერაციების მხარდაჭერა და კოორდინაცია.
** საქმიანი მიმოწერის და სატელეფონო მოლაპარაკებების წარმოება.
** პარტნიორებთან მუდმივი ურთიერთობა
** დაგეგმილი საერთაშორისო შეხვედრებისა და მივლინებების მომზადება
** დოკუმენტაციის კონტროლი/მართვა
** მონაცემთა ბაზების მართვა
** სოციალური ქსელის მართვა

მოთხოვნები:

** ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგად ფლობა
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office, ელექტრონული ფოსტა და
სხვა საოფისე პროგრამები) საბაზისო ცოდნა
** კარგი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება
** მიზანდასახულობა და პროფესიული ზრდისაკენ სწრაფვა
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ორგანიზებულობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ხელფასი გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 1200 ლარი (ხელზე ასაღები).
გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ხელფასის მომატება.
** მეგობრული კოლექტივი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და მზად ხართ
შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე და ელექტრონულ
ფოსტაზე gogokhia.tamri@gmail.com. სათაურით "ვაკანსია - ოფის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია