Робота для біженців з України
სტაჟირება - კლასის დამრიგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - კლასის დამრიგებელი
მომწოდებელი: UG სკოლა
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
თუ გსურთ განათლების სფეროში მუშაობა და გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა ეს სტაჟირება სწორედ თქვენთვისაა!

"იუჯი სკოლაში" ცხადდება 3 თვიანი სტაჟირება კლასის დამრიგებლის პოზიციაზე (დასაქმების პერსპექტივით).

"იუჯი სკოლა" არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე Cambridge Pathway პროგრამაზე. სკოლა საქართველოს უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლასში დამრიგებელთან ერთად წესრიგის, დისციპლინის უზრუნველყოფა;
** დამრიგებელთან ერთად მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** დამრიგებელთან ერთად სადამრიგებლო კლასის გაკვეთილებზე დასწრება;
** დამრიგებელთან ერთად კლასში პოზიტიური და უსაფრთხო გარემოს შექმნა;
** დამრიგებელთან ერთად მოსწავლეების აკადემიური და სოციალური განვითარებისთვის ხელშეწყობა;
** სკოლის წესებისა და პოლიტიკის დაცვა.

მოთხოვნები:

** სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია: განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, სოციალურ მეცნიერებები ან მასთან დაკავშირებული სფერო);
** ბავშვებთან მუშაობის სურვილი და მოტივაცია;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
** კარგი კომუნიკაციის უნარი მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან;
** გუნდურად მუშაობის უნარი და სიახლეებისადმი მიმღებლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

უნარები:

** თავაზიანი;
** ემპათიური;
** ენერგიული;
** ორგანიზებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური.

სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის ასლი;
** ავტობიოგრაფია/ CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; აქტიური სტუდენტის შემთხვევაში სტუდენტის სტატუსის ცნობა;
** ფოტოსურათი ¾-ზე;
** ცნობა ნასამართლობის შესახებ;
** ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ;
** უფლების ჩამორთმევის შესახებ;
** ჯანმრთელობის ცნობა;
** 2 სარეკომენდაციო წერილი - რეკომენდატორი პირების მითითებით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე ugschoolvacancies@ug.edu.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა https://ugschool.edu.ge/public/ge/vacanciesnfull/1

იუჯი სკოლაში თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები იუჯი სკოლის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშავოს წარდგენილი ინფორმაცია.

იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე