Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=699102&print=yes&view=jobs
 
დაცვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვა
მომწოდებელი: UG სკოლა
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
"იუჯი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურში დაცვის პოზიციაზე.

"იუჯი სკოლა" არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ (Cambridge Pathway) პროგრამაზე. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია პროფესიული განათლება უსაფრთხოების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია;
** ბავშვებთან ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
** ყურადღების კონცენტრაციისა და სწრაფი რეაგირების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, კონფლიქტური სიტუაციების მშვიდად გადაჭრის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:

** მორიგეობა ყოველ მესამე დღეს.
** კვება: უფასო

სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის ასლი;
** ავტობიოგრაფია/ CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
** ფოტოსურათი ¾-ზე დაბეჭდილი და ციფრული ფორმით;
** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** ცნობა ნასამართლობის შესახებ;
** ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ;
** უფლების ჩამორთმევის შესახებ;
** ჯანმრთელობის ცნობა.
** 2 სარეკომენდაციო წერილი, რეკომენდატორი პირების მითითებით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ დაგვირეკეთ ნომერზე - 595 89 41 26
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N 77ა.

"იუჯი სკოლაში" თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები იუჯი სკოლის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშავოს წარდგენილი ინფორმაცია.

იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია